გია აბაშიძე სოციალურ ქსელში, საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ ორდენით დაჯილდოებული ადამიანების სიას აქვეყნებს

ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში, საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ ორდენით დაჯილდოებული ადამიანების სიას აქვეყნებს და წერს, რომ მართალია ეს ჯილდო ბევრ ღირსეულ ადამიანს ეკუთვნის, თუმცა ყოფილმა პრეზიდენტმა კანონიც შეცვალა და მისი გადაწყვეტილებით ამ ორდენების ტარების უფლება უცხო ქვეყნის მოქალაქეებსაც მიენიჭათ, მათ შორის არიან ალექსანდრე ლუკაშენკო და ვიქტორ იანუკოვიჩი.

,,Reminder/შეხსენება ნაცსექტის ფლიდობასა და ორმაგ სტანდარტებზე: პრეზიდენტობის დროს, მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩამორიგებული მედლებისა და ორდენების მიმღებ ცალკეულ პირებზე არაერთხელ აღინიშნა კრიტიკულად და აღშფოთებულად. რასაკვირველია, დაჯილდოებულთა სიაში უამრავი ღირსეული ადამიანია. თუმცა, არაერთი ოდიოზური, მათ შორის „ნაცების“ რეჟიმის ძებნილი ყოფილი ჩინოსნების თუ სააკაშვილის დღემდე შეუდარებელი მეხოტბე, ფსევდო პროფესიონალთა გვერდით, არიან უცხოეთის ცნობილი პოლიტიკოსები და ინტელექტუალები.

არ დავკონკრეტდები უცხო ქვეყნების ჩინოსნებსა და პოლიტიკოსების რენომეზე. შეგახსენებთ, რომ ორმაგ სტანდარტიანი სააკაშვილის მიერ დაჯილდოებულთა სიაში არიან, მაგალითად: ალექსანდრე ლუკაშენკო [დღეს, რატომღაც ორკესტრირებულად რომ ატეხეს ხმაური სექტამ, ცალკეულმა უცხოელმა ლობისტებმა და არასიღრმისეულად ინფორმირებულებმა ბელარუსთან 2016 წელს ხელმოწერილ უსაფრთხოების თანამშრომლობაზე (მინსკის მიერ ძალაში შევიდა ახლახან). დიდი ალბათობით, ხელოვნურად შექმნილი სკანდალით, „ნაცებს“ სურთ ლუკაშენკოს მიეცეს საბაბი და შეასრულოს პუტინის ერთ-ერთი ამოცანა – ბელარუსმა აღიაროს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები]. ვიქტორ იანუკოვიჩი [2010 წელს, იულია ტიმოშენკოს სასარგებლოდ და იანუკოვიჩის საწინააღმდეგოდ, უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნებში უშედეგო ჩარევა სცადა სააკაშვილის 500+ ზონდერმა. იანუკოვიჩი მაინც გახდა პრეზიდენტი და ფარისეველმა მიშამ ერთ-ერთმა პირველმა მიულოცა მას გამარჯვება, დაასაჩუქრა Merkel-ის სისტემის სანადირო იარაღით და მოგვიანებით, საქართველოდან გაქცევამდე, „ბრწყინვალების ორდენიც“ უბოძა. სააკაშვილი კი, იანუკოვიჩის მიერ დაპატიმრებულ საკუთარ „მეგობარ“ ტიმოშენკოზე საჯაროდაც კი არ შეიშმუშნა. თუმცა, 2014-ში, იანუკოვიჩიც სამარცხვინოდ გაიქცა სამშობლოდან]. არაფორმალურად უკვე დამკვიდრდა ზედსართავი/არსებითი სახელების ახალი განმარტებები. კერძოდ, ფლიდი=სააკაშვილის სექტა; უვიცი გოიმი=კოლექტიური ნოდარ მელაძეები. დეტალები სააკაშვილის მიერ გაცემულ სახელმწიფო ჯილდოებზე”, – წერს ანალიტიკოსი facebook – ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები