ვაქცინაციის ძირითადი ცენტრების მიმართულებით ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნა

თბილისის მერიის ინფორმაციით, 16 აგვისტოდან ოთხ სექტემბრამდე მოქალაქეებს ამცრელ პუნქტებთან მისასვლელად სპეციალური ტრანსპორტი დამატებით რამდენიმე მისამართზე მოემსახურება.

,,კერძოდ, ავტობუსი მოქალაქეებს დიღმის მასივის მიმართულებით, ლუბლიანას ქუჩის გავლით, პაიჭაძის ქუჩამდე, დიდი დიღმის მე-4 მიკრორაიონიდან, 10:00-დან 20:00-მდე გადააადგილებს.

შპს „გაგუას კლინიკის“ (ლუბლიანას ქ. №13/მ. ჭიაურელის №6) მიმართულებით, მგზავრებს 09:00-20:30 საათების განმავლობაში, მოემსახურება ავტობუსი, რომელიც გაივლის შემდეგ მარშრუტს: დიდი დიღომი IV მ/რ, კორპუსი #6-ის მოპირდაპირე ტერიტორიიდან – დ. – პაიჭაძის ქუჩამდე (პოლიკლინიკის მიმდებარედ)”, – ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები