ანკარა “თალიბებთან” დიალოგს გააგრძელებს
ანკარა ავღანეთის საკითხზე დიალოგს ყველა მხარესთან გააგრძელებს, მათ შორის, “თალიბანთან”.
ამის შესახებ ჟურნალისტებს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განუცხადა.
მისი თქმით, თურქეთი მჭიდროდ თანამშრომლობს შეერთებულ შტატებთანაც.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ანკარა დადებითად აღიქვამს “თალიბანის” ბოლოდროინდელ ყველა განცხადებას.
“ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ “თალიბანის” წარმომადგენლების სიტყვები და ქმედებები დაემთხვევა”, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ანკარა გააგრძელებს ავღანეთის ეკონომიკური განვითარების, სტაბილურობისა და მშვიდობის მხარდაჭერას.
მან ასევე მწუხარება გამოთქვა ქაბულის აეროპორტში განვითარებულ მოვლენებზე და თქვა, რომ ანკარა გააგრძელებს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეთა ევაკუაციას.