New York Times-ის, Washington Post-ისა და Wall Street Journal-ის ჟურნალისტები ავღანეთში საფრთხეში იმყოფებიან – გამომცემლები დახმარებას ითხოვენ

გაზეთ Washington Post-ის გამომცემელმა, ფრეიდ რაიანმა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას წერილობით მიმართა, რომ ავღანეთიდან გამოცემის ჟურნალისტებისა და მათი ოჯახის წევრების ევაკუაცია მოხდეს. ​

რაიანმა წერილი თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს, ჯეიკ სალივანს გაუგზავნა სათაურით: „სასწრაფო. საქმე ეხება ამერიკელი ჟურნალისტების უსაფრთხოებას”.

“ჯეიკ! სასწრაფო თხოვნაა გაზეთებიდან: New York Times-დან, Wall Street Journal-დან და Washington Post-დან, რომ აშშ-ის სამხედროებმა ჩვენი 204 ჟურნალისტი, დამხმარე პერსონალი და მათი ოჯახის წევრები ქაბულის აეროპორტის სამოქალაქო ნაწილიდან სამხედრო მხარეს გადაიყვანონ, სადაც მათ შეეძლებათ, უსაფრთხოდ დაელოდონ საევაკუაციო ფრენას”, – ნათქვამია წერილში, რომელსაც NBC News-ი ციტირებს.

რაიანმა ასევე დაწერა, რომ ამ გაზეთების ჟურნალისტები “ამჟამად საფრთხის ქვეშ იმყოფებიან” და “საჭიროებენ იმას, რომ აშშ-ის მთავრობამ ისინი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანონ”.

“გთხოვთ, გვაცნობოთ, როგორ ვიმოქმედოთ”, – ნათქვამია წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები