სამხედრო თვითმფრინავებმა, რომლებიც ავღანეთიდან დიპლომატებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციას ახორციელებენ, ქაბულის საერთაშორისო აეროპორტის დატოვება დაიწყეს.
ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
მანამდე, პენტაგონში განაცხადეს, რომ აეროპორტმა პირველი სამხედრო თვითმფრინავი მიიღო მას შემდეგ, რაც გუშინ, ადგილობრივი დროით 15:35 საათზე მუშაობა შეწყვიტა.
როგორც Reuters-ს ქაბულის აეროპორტში წყარომ განუცხადა, ასაფრენი ბილიკი ხალხისგან გაწმენდილია და სამხედრო თვითმფრინავებმა დაიწყეს აფრენა.