თურქეთში 4 საექსკურსიო ნავი დაიწვა – ხალხი წყალში ხტებოდა

თურქეთში, ალანიის საკურორტო ზონაში ხანძრის შედეგად 4 საექსკურსიო ნავი დაიწვა. ხანძრისგან თავის დასაღწევად ხალხი წყალში ხტებოდა.

ამის შესახებ ინფორმაციას Haberler-ი ავრცელებს.

თავდაპირველად, ცეცხლი გაჩნდა თურქლერის რაიონში მოცურავე ერთ ნავზე და სწრაფად გავრცელება დაიწყო.

ნავებზე მყოფი ადამიანები ცეცხლს წყალში გადახტომით გადაურჩნენ. შედეგად, მსხვერპლი არ არის. კვამლით მოწამვლით ერთი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები