ქაბულის აეროპორტში ამერიკელმა სამხედროებმა ორი მამაკაცი მას შემდეგ მოკლეს, რაც მათ ჯარისკაცების მისამართით ცეცხლი გახსნეს.
ამის შესახებ CNN-ი პენტაგონის წარმომადგენელზე დაყრდნობით იტყობინება.
მისი თქმით, მოკლული ადამიანები შეიარაღებულები იყვნენ, თუმცა, მას არ დაუდასტურებია, იყვნენ თუ არა ისინი “თალიბანის” წარმომადგენლები.
პენტაგონში მიიჩნევენ, რომ ეს ერთეული შემთხვევა იყო.
გარდა ამისა, სამხედროებს აქვთ ინფორმაცია, რომ ერთი ამერიკელი ჯარისკაცი დაიჭრა აეროპორტში მომხდარ სხვა ინციდენტში, მაგრამ გარემოებები დადასტურებული არ არის.
უცხოური მედია დღეს თვითმხილველებზე დაყრდნობით წერდა, რომ ქაბულის აეროპორტში ქაოსის დროს სროლა მოხდა, რა დროს თვითმხილველებმა, სულ მცირე, 5 ცხედარი დაინახეს. აღინიშნებოდა, რომ ამერიკელი სამხედროები ისროდნენ.