16 აგვისტო ქართველი ფერმწერისა და გრაფიკოსის – გია გუგუშვილის დაბადების დღეა

16 აგვისტო ქართველი ფერმწერის და გრაფიკოსის – გია გუგუშვილის დაბადების დღეა. ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი ულოცავს მხატვარს დაბადების დღეს და უსურვებს მას საინტერესო შემოქმედებით ცხოვრებას.
„გია გუგუშვილი წარმოადგენს 1980-იანელთა თაობას. მხატვრის შემოქმედება იყოფა ნეოფიგურატიულ, ნაივურ და აბსტრაქტულ ექსპრესიონისტულ სტილში შესრულებულ ნამუშევრებად.
ნეოფიგურატიულ სტილში შესრულებულ ნამუშევრებში ძირითადად ფიგურირებს პოეტური სცენები. კომპოზიციებში გამოსახული ანიმალისტურ-ბიომორფული ფიგურები პრიმიტივიზმის სტილთან ავლენს კავშირს. ნებისმიერი პირობითი, სქემატური ფორმა განიცდის დაშლას და მთლიანდება მონოქრომულ-მულტიქრომულ აბსტრაქტულ ფონებთან. აბსტრაქტულ ექსპრესიონსტული ნამუშევრები უმთავრესად შეჯერებული ფერადოვნების ტონალურ-ქრომატული გრადაციით იქმნება. ასევე, ჰორიზონატალურ-ვერტიკალური გადანაწილებით რამდენიმე ფერადოვანი ველი იკვეთება. გუგუშვილის აბსტრაქტულ ენაში სერიული თანამიმდევრობით ფიგურირებს – ნაკაწრები, გეომეტრიული ფორმები, იეროგლიფური ნიშნები და ამორფული, მუქი-ინტენსიური ფერადოვანი ფიგურები, რომლებიც არღვევს აბსტრაქტულ კომპოზიციებს.
გია გუგუშვილი. წითელი საღამო. 2004. ტილო, ზეთი“, – აღნიშნულია ქართული სახვითი ხელოვნების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ნამუშევარი დაცულია ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის კოლექციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები