ვალერიან მჭედლიძე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, მარეკ შჩიგელს შეხვდა

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, ვალერიან მჭედლიძემ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ მარეკ შჩიგელსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელ მიჰაელა გერასიმისთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრისას მხარეებმა დეტალურად განიხილეს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებისა და ადგილზე მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობა და საჭიროებები. მათ შორის, დევნილთა დასახლებებსა და კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრები კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ვითარება. ასევე, განიხილეს თანამშრომლობის სფეროები, როგორიცაა გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ყოველწლიური კამპანია, სადაც სამხარეო ადმინისტრაცია მუდმივადაა ჩართული. მისიის ხელმძღვანელმა რეგიონის რწმუნებულს გორის რეგიონული ოფისის საქმიანობის შესახებ მიაწოდა ვრცელი ინფორმაცია.

ვალერიან მჭედლიძემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს თანამშრომლობისა და იმ საქმიანობისთვის, რომელსაც შიდა ქართლის რეგიონში ახორციელებენ.

ინფორმაციას შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები