“თალიბანმა” ქაბულში რუსეთის საელჩოს უსაფრთხოების დაცვა საკუთარ თავზე აიღო. როგორც მოძრაობის წარმომადგენელმა თქვა, რუს დიპლომატებს შეუძლიათ, უსაფრთხო გარემოში მშვიდად იმუშაონ.
ამის შესახებ ავღანეთში რუსეთის ელჩმა, დმიტრი ჟირნოვმა განაცხადა.
“ჩვენს საელჩოს უკვე “თალიბები” იცავენ. დღეს მოხდა ჩაბარება: ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალები, რომლებიც გვიცავდნენ, წავიდნენ. “თალიბებმა” კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ რუს დიპლომატებს თმის არცერთი ღერი არ ჩამოუვარდებათ, თქვეს: “შეგიძლიათ, მშვიდად იმუშაოთო”, – აღნიშნა დიპლომატმა.
მისი ინფორმაციით, ქაბულში მშვიდი ცხოვრება გრძელდება.
”კარგი ამბავი: ქალაქში გოგონების სკოლებმა გააგრძელეს მუშაობა. ჩვენთან ახლოს სკოლაა. დღეს ღობესთან გავიარე და იქ ბავშვების კისკისი ისმოდა,” – თქვა დმიტრი ჟირნოვმა.