რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიის მეორე დეპარტამენტის უფროსის, ზამირ ქაბულოვის განცხადებით, ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან “თალიბანის” ამოღებაზე ჯერჯერობით საუბარი ვერ იქნება, რადგან პროცედურა გაერო-ს უშიშროების საბჭომ უნდა დაიწყოს.
“პროცედურა შეიძლება, დაიწყოს მაშინ, როდესაც გაერო-ს უშიშროების საბჭო, რომელმაც მიიღო რეზოლუცია “თალიბანის” ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადების შესახებ, მიიღებს საპირისპირო რეზოლუციას. როდესაც ის მას მიიღებს, მაშინ ეს ყველაფერი მოხდება”, – უპასუხა კაბულოვმა “რია ნოვოსტის” კითხვას, მოახდენს თუ არა “თალიბების” ავღანეთის მთავრობაში მოსვლა გავლენას ტერორისტული ორგანიზაციების სიებიდან მათ ამოღებაზე.
მისივე თქმით, მოსკოვი არ იჩქარებს ავღანეთის ახალი ხელისუფლების აღიარებას.