ჭიათურაში ხანძარს 101 წლის ცოლ-ქმარი ემსხვერპლა

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მანდაეთში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს იმერეთში ყველაზე ხანდაზმული ცოლ-ქმარი ემსხვერპლა. ინფორმაციას “იმერვიზია” ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

გარდაცვლილები 101 წლის ნოე და მარუსა მუმლაძეები არიან.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. “კვირა” დამატებით დეტალებს არკვევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები