ქაბულის აეროპორტში შექმნილი არეულობისა და ქაოსის დროს, სამოქალაქო ტერმინალში, სროლის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანია დაღუპული.
ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი თვითმხილველებზე დაყრდნობით იტყობინება.
გამოცემის ინფორმაციით, თვითმხილველებს არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია, ზუსტად რა ვითარებაში დაიღუპნენ ეს ადამიანები.
France-Presse თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ აეროპორტში ქაოსის დროს გამაფრთხილებელი ცეცხლი ჰაერში ამერიკელმა სამხედროებმა გახსნეს.
Wall Street Journal-ი წერს, რომ კომენტარისთვის აშშ-ის ცენტრალურ სარდლობას მიმართა, თუმცა, პასუხი ჯერ არ მიუღიათ.