ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, ბენ უოლესის თქმით, ნატო ავღანეთში დაბრუნებას არ აპირებს.
ამის შესახებ მან Sky News-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა.
”ჩვენ არ ვგეგმავთ უკან დაბრუნებას”, – განაცხადა უოლესმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, აპირებს თუ არა ნატო გადაჯგუფებასა და ქაბულზე კონტროლის აღებას.
“ვაღიარებ, რომ “თალიბანი” ქვეყანას აკონტროლებს. არ უნდა პოლიტოლოგი, ვითარება რომ გაიგო”, – თქვა მინისტრმა.
ავღანეთში ვითარება განსაკუთრებით ბოლო კვირების განმავლობაში, “თალიბანის” მიერ ავღანეთის მსხვილი ქალაქების შედეგად გამწვავდა.
15 აგვისტოს “თალიბანი” უკვე ყველა სასაზღვრო გადასასვლელს აკონტროლებდა. მოგვიანებით, გახდა ცნობილი, რომ დაჯგუფების მებრძოლები ქაბულში შევიდნენ და პრეზიდენტის სასახლე დაიკავეს. ქვეყანა ქვეყნის პრეზიდენტმა დატოვა, თუმცა, როგორც აშრაფ ღანიმ თქვა, ეს “ხოცვა – ჟლეტის თავიდან ასაცილებლად” გააკეთა.
გვიან ღამით “თალიბანის” ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მუჰამედ ნაიმმა განაცხადა, რომ ავღანეთში ომი დასრულდა და მმართველობის ფორმა უახლოეს მომავალში შტატში გაირკვევა.