პაატა მანჯგალაძე: სექტემბრის დასაწყისი ოპტიმალური ვადაა, როცა შეგვიძლია, კანდიდატები დავასახელოთ

“სრულყოფილად გვეყოლება, როგორც მერობის, ასევე მაჟორიტარობის კანდიდატები. პანდემიიდან გამომდინარე ცოტა ვადებში გადავადება მოხდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კანდიდატები არ გვყავს”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანას მრავალფეროვანი არჩევნები სჭირდება.

„რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს, ამ არჩევნებზე „სტრატეგია აღმაშენებელი“ სრულფასოვნად იქნება ჩართული. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ სრულყოფილად გვეყოლება, როგორც მერობის, ასევე მაჟორიტარობის კანდიდატები. ქვეყანას მრავალფეროვანი არჩევნები სჭირდება! რასაც „ქართული ოცნება“ გვთავაზობს, შავ-თეთრ არჩევანს, ან ცუდსა და უარესს შორის არჩევანს ამის საპირისპიროა, რომ საზოგადოებას მრავალფეროვანი არჩევანი შევთავაზოთ. ვფიქრობთ, რომ სექტემბრის დასაწყისი ოპტიმალური ვადაა, როცა შეგვიძლია კანდიდატები დავასახელოთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ პერიოდში არაფერს არ ვაკეთებთ. ჩვენი ყველა ლიდერი გაშლილია რეგიონებში, მუშაობენ უბან-უბან. უბრალოდ, მოხდა პანდემიიდან გამომდინარე ცოტა ვადებში გადავადება, ეს არ ნიშნავს, რომ კანდიდატები და “მეზარბაზნეები” არ გვყავს. ვმუშაობთ იმაზე, რომ ერთი პარტიის ირგვლივ არ ვიყოთ ჩაკეტილები და შევქმნათ თავისუფალი პლატფორმა. ჩვენ არ გამოვრიცხავთ პროდასავლურ პარტიებთან თანამშრომლობას. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არც ზნეს, არც ფერს, არც მოქმედების ტაქტიკას არ შეიცვლის მთავარი ამოცანა მათთვის ძალაუფლების შენარჩუნება და ამისთვის ყველაფერს იკადრებს“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები