ძლიერმა ქარმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ცალკეული უბნები და მიმდებარე სოფლები დააზიანა
ძლიერმა ქარმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ქ. ლაგოდეხის ცალკეული უბნები და მიმდებარე სოფლები დააზიანა. მოგლეჯილია გარე განათების ბოძები და ხეები, დაზიანებულია ელექტროსადენები.
ამის შესახებ ინფორმაციას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
“სტიქიის პირველივე წუთიდან, სტიქიის ზონაში მუშაობენ საგანგებო სიტუაციების მართვის თანამშრომლები, მობილიზებულია მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები”, – ნათქვამია ინფორმაციაში.