ჯანმო COVID19-ის წარმოშობის გამოძიებას განაახლებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის წარმოშობის გამოძიების მეორე ეტაპის დასაწყებად ემზადება, – ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ რელიზში.

”ნებისმიერი ახალი პათოგენის წყაროს პოვნა რთული პროცესია, რომელიც მეცნიერებას ეყრდნობა და მოითხოვს თანამშრომლობას, დროსა და ერთგულებას”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გამომწვევის წყაროს პოვნა არის მეცნიერებაზე დაფუძნებული რთული პროცესი, რომელიც მოითხოვს თანამშრომლობას, ერთგულებასა და დროს”, – ნათქვამია დოკუმენტში.

ამავე დროს, ჯანმო-ში აღნიშნავენ, რომ SARS-CoV-2 ვირუსის წყაროს მოძიება “არ არის და არ უნდა იყოს ბრალდებებისთვის, ვიღაცისკენ თითის გაშვერის ან პოლიტიკური ქულების შეგროვებისთვის”.

”ქვეყნებს აქვთ კოლექტიური პასუხისმგებლობა, ითანამშრომლონ პარტნიორობის ჭეშმარიტი სულისკვეთებით და უზრუნველყონ, რომ მეცნიერებსა და ექსპერტებს ჰქონდეთ სივრცე, რომელიც აუცილებელია ყველაზე საშინელი პანდემიის წარმოშობის საპოვნელად”, – ნათქვამია განცხადებაში.

ჯანმო-ში ამბობენ, რომ ჩინეთისა და რამდენიმე სხვა ქვეყნისგან წერილი მიიღეს SARS-CoV-2 წარმოშობის “ლაბორატორიული ჰიპოთეზის” შემდგომ კვლევებთან დაკავშირებით.

”მათ განაცხადეს, რომ პანდემიის წარმოშობის შესწავლა პოლიტიზებულია, ან რომ ჯანმო მოქმედებდა პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ. მაგრამ, გამოძიების პირველი ეტაპის ანგარიშის გაანალიზებით, ორგანიზაციამ დაასკვნა, რომ არ იყო საკმარისი მეცნიერული მტკიცებულება რაიმე ჰიპოთეზის გამოსარიცხად. კერძოდ, კორონავირუსის წარმოშობის ლაბორატორიული ჰიპოთეზის შესამოწმებლად მნიშვნელოვანია ყველა მონაცემზე წვდომა, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია მეცნიერების განვითარებისთვის და არ უნდა იყოს პოლიტიზებული”, – ხაზგასმულია დოკუმენტში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები