თურქეთის ჩრდილოეთით გადაუღებელი წვიმების შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას, სულ მცირე, 27 ადამიანი ემსხვერპლა, მანამდე 11 დაღუპულის შესახებ იყო ცნობილი.
ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამმართველოს ინფორმაციით, 25 ადამიანი კასტამონაში, ორი სინოპში და ერთი ბართინშია დაკარგული.
სტიქიისგან დაზარალებულ რეგიონში სამაშველო-სამძებრო ოპერაცია გრძელდება.