ეკატერინე ტიკარაძე, არსებული გამოწვევების შეფასებისა და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის სამართავად კონკრეტული გეგმის შემუშავების მიზნით, თორნიკე რიჟვაძეს შეხვდა
ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე, არსებული გამოწვევების შეფასებისა და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის სამართავად კონკრეტული გეგმის შემუშავების მიზნით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს შეხვდა.
სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე ყურადღება ვაქცინაციის პროცესის გაფართოებაზე გამახვილდა. სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, განიხილეს ინფიცირებულ პაციენტთა კლინიკური მართვის პროტოკოლი და საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესის მიმდინარეობის საკითხები.
უწყების ცნობით, გაფართოებული ფორმატის შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე – თამარ გაბუნია, შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი – ბექა ფერაძე და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი – ნინო ნიჟარაძე ესწრებოდნენ.