ჯანმო: მსოფლიოში ერთ კვირაში ვირუსით ინფიცირების მაჩვენებელი გაზრდილია 4%-ით, ხოლო გარდაცვალების – 2%-ით

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემით, 2-8 აგვისტოს პერიოდში მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 4 264 641 შემთხვევა გამოვლინდა, რაც მონაცემთან შედარებით 4%-ით მეტია.

ამავე პერიოდში, 2-8 აგვისტოს მონაცემით, მსოფლიოში ვირუსს 65 472 პაციენტი ემსხვერპლა, რაც 26 ივლისის- 1-ელი აგვისტოსთან შედარებით 2%-ით მეტია.

აღინიშნება, რომ ინფიცირების მაჩვენებელი განსაკუთრებით გაზრდილია დასავლეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში 19%-ით; ასევე, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში 14%-ით.

ამასთანავე, კლება შეინიშნება ევროპაში 7%-ით; სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში – 5%-ით, ხოლო აფრიკაში – 1%-ით. გარდაცვალების სტატისტიკა მზარდია დასავლეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში 46%-ით და ევროპაში – 16%-ით.

ლეტალური შემთხვევების კლებაა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში 6%-ით, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში – 4%-ით და აფრიკაში – 2%-ით.

ასევე, ჯანმო-ს მონაცემით, კორონავირუსის “დელტა” შტამმა გეოგრაფია გააფართოვა და ერთ კვირაში 135 ქვეყნიდან 142-ზე გავრცელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები