„ეკოჭიათურა „ – ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის ინიციატივით, ახალი პლატფორმა შეიქმნა

ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის ინიციატივით, ინტერნეტსივრცეში ახალი პლატფორმა შეიქმნა.  ვებ გვერდი www.ecochiatura.ge და ფეისბუქ გვერდი https://www.facebook.com/ecochiatura/ . ინფორმაციას “ეკოჭიათურა” ავრცელებს. მათი ცნობით, ვებგვერდზე მოქალაქეებს შეუძლიათ, ატვირთონ ფოტო-ვიდეო მასალა ქალაქის დაბინძურებული ადგილების შესახებ და პირადად ჩაერთონ ჭიათურის დასუფთავების სამუშაოებში.

“მიზანი გარემოზე ზრუნვაა, რომელშიც წვლილის შეტანა ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია. თუ გსურთ, გააუმჯობესოთ ჭიათურაში არსებული ეკოლოგიური გარემო, მაშინ ეს პლატფორმა შენია. ყველგან და ყოველთვის გადაიღე დაბინძურებული ადგილები, შედი ვებგვერდზე www.ecochiatura.ge, მარტივად ატვირთე საკუთარი მასალა და გაასაჯაროექალაქის დაბინძურებული ადგილები.

ეკოჭიათურის გუნდი თქვენთან ერთად დაგეგმავს დასუფთავების სამუშაოებს და ქალაქიდან ნარჩენების გატანას უზრუნველყოფს.

მიმდინარე სამუშაოებს შეგიძლიათ, თვალი ადევნოთ ამავე ვებგვერდზე www.ecochiatura.ge, ასევე, ფეისბიქ გვერდზე https://www.facebook.com/ecochiatura/ , სადაც დასუფთავებული ადგილების შესახებ ფოტო ვიდეო მასალები განთავსდება.

“ეკოჭიათურის ” საქმიანობას, ასევე, აქტიურად გააშუქებს ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრი https://www.facebook.com/momavaliiwyebaaq/ სუფთა გარემო ჯანსაღი მომავლისთვის, ეკოჭიათურა დღეიდან ,ქალაქის სამსახურშია, გარემოზე ზრუნვა კი თქვენს ხელში”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები