“თუ ასეთი ტემპით იმატა ინფიცირებულთა რიცხვმა, საველე ჰოსპიტლები დაგვჭირდება – ნიღაბი ადამიანს უნდა ეკეთოს წესიერად და არა მხოლოდ ნიკაპზე”

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მიმღები განყოფილების უფროსი, მაია ზალდასტანიშვილი ქვეყანაში არსებულ მძიმე ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ნიღბის ტარება აუცილებლობაა.

“თუ ასეთი ტემპით იმატა ინფიცირებულთა რიცხვმა, რა თქმა უნდა, საველე ჰოსპიტლები დაგვჭირდება იმიტომ, რომ, პრაქტიკულად, ადგილები არცერთ კლინიკაში არ არის. დაყოვნებაც არ არის, ანუ გაუმჯობესდება მდგომარეობა თუ არა, იმწუთშივე ეწერება პაციენტი, საბოლოოდ როდის გახდება უკეთესად, იმას აღარავინ ელოდება. ნიღბის ტარება აუცილებლობაა, ნიღაბი უნდა ეკეთოს წესიერად და არა მხოლოდ ნიკაპზე”, – აცხადებს ზალდასტანიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები