“განსაკუთრებით ვამაყობთ პანკისელი ამინა ხანგოშვილით, რომელმაც უმაღლესი შეფასებები მიიღო “ – USAID საქართველო ახალგაზრდებს გამოცდების ჩაბარებას ულოცავს

USAID საქართველო საქართველოს ახალგაზრდებს ეროვნული გამოცდების დასრულებას ულოცავს. ამის შესახებ ორგანიზაცია განცხადებას აქვეყნებს.

“ვულოცავთ საქართველოს ახალგაზრდებს უმაღლესი სასწავლებლების მისაღები გამოცდების დასრულებას.

განსაკუთრებით ვამაყობთ პანკისელი ამინა ხანგოშვილით, ახმეტის რაიონიდან, რომელმაც უმაღლესი შეფასება მიიღო ქართულ და ინგლისურ ენებში და შემოდგომიდან თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში განაგრძობს სწავლას.

ამინამ ბოლო წლები დაუღალავ სწავლაში გაატარა და მონაწილეობა მიიღო იმ ტრენინგებში, რომელსაც მხარს უჭერდა USAID.

ვამაყობთ, რომ მხარს ვუჭერთ ამინას და სხვა ახალგაზრდებს, რომლებსაც წვლილი შეაქვთ ქვეყანის განვითარებაში! “,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები