Silk Way West Airlines-მა ჩიკაგო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით პირველი სატვირთო რეისი შეასრულა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შესრულდა სატვირთო რეისი აშშ-ის ქალაქ ჩიკაგოდან, რომელიც აზერბაიჯანულმა სატვირთო გადაზიდვების ავიაკომპანიამ – Silk Way West Airlines – მა შეასრულა.

ფრენები ჩიკაგო – თბილისი – ბაქოს საჰაერო ხაზზე „ჰაერის მეხუთე თავისუფლების“ გამოყენებით შესრულდა, შედეგად, ავიაკომპანიამ აშშ-დან წამოღებული ტვირთის ნაწილის ტრანსპორტირება ჯერ თბილისში განახორციელა,  შემდეგ კი გეზი ბაქოსკენ აიღო. რეისი აშშ-დან კომერციული იყო. აშშ-დან საქართველოში პირდაპირი სატვირთო ფრენები ამ მიმართულებით მრავალჯერადად იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები