ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენში ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს
სამეგრელო-ზემო სვანეთის სოფლებში ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ამცრელი ჯგუფი ამჯერად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენში იმყოფება. სოფლებში მოსახლეობის ვაქცინაცია ადგილზე რეგისტრაციით არის შესაძლებელი. კოვიდის საწინააღმდეგო იმუნიზაცია ნარაზენამდე, დარჩელსა და ყულიშკარში იყო შესახლებელი.
სოფლებში ადგილზე ვაქცინაციასთან ერთად, იმუნიზაცია ასევე შესაძლებელია რეგიონის 12 სამედიცინო დაწესებულებაში არსებულ 25 ამცრელ კაბინეტში, სადაც აცრა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით კეთდება.