ხობში, კოლხეთის დასახლებაში გზის მოწყობა მიმდინარეობს
ქალაქ ხობში, კოლხეთის დასახლებაში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება.
გზის რეაბილიტაციის პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე – ლუდუკ ხასია და ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე – ვარაზ გაბედავა გაეცნენ.
გზის რეაბილიტაციის ინიციატივით, მერიას კოლხეთის დასახლებაში მცხოვრებლებმა მომართეს.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 225000 ლარს შეადგენს.
სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „შარა-გზამშენი პირველი“ აწარმოებს.
პარალალეურად გზების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ქვემო ქვალონასა და გაღმა საჯიჯაოში მიმდინარეობს.