მიხეილ სარჯველაძე „ნაცმოძრაობაზე“: ნებსით თუ უნებლიედ შეეცადნენ, ხელი შეეწყოთ იმ პროცესებისთვის, რასაც რუსეთის ფედერაცია საქართველოს ტერიტორიაზე მიზნად ისახავდა

არავითარი სხვა პუნქტი არ შეიძლება იყოს გამართლება იმისა, დაადანაშაულო საკუთარი ქვეყანა იმაში, რაც არ გაგიკეთებია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკას“ 2008 წლის რეზოლუციის მე-5 პუნქტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, კონფლიქტის დაწყების ინიციატორი, ერთმნიშვნელოვნად რუსეთის ფედერაციაა, მიუხედავად „ნაციონალური მოძრაობის“ მცდელობისა ევროსაბჭოს რეზოლუციას ბზარი გაუჩინოს.

„როგორც ახლა ხსნიან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, თითქოს, რამდენიმე ხელსაყრელი პუნქტის გამო, იქ ქართული მხარის მხრიდან (შემიძლია, ასე შევაფასო), მოღალატეობრივი დებულებები იყო აღიარებული. ეს ერთმნიშვნელოვნად ისაა, რაც საქართველოს ინტერესს აზიანებს. არავითარი სხვა პუნქტი არ შეიძლება იყოს გამართლება იმისა, დაადანაშაულო საკუთარი ქვეყანა იმაში, რაც არ გაგიკეთებია. ნებსით თუ უნებლიედ შეეცადნენ, ხელი შეეწყოთ იმ პროცესების, რასაც რუსეთის ფედერაცია საქართველოს ტერიტორიაზე მიზნად ისახავდა“, – განაცხადა სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები