ლევან ნიკოლეიშვილი: დალაგდნენ მავნებელთა სექტის წარმომადგენლები და მუხათგვერდის სასაფლოზე აბრძანდნენ

დალაგდნენ მავნებელთა სექტის წარმომადგენლები და მუხათგვერდის სასაფლოზე აბრძანდნენ: ხმადაწეულზე, რომ გეყურებინა ტელე-ეთერისთვის იფიქრებდი აგვისტოს ომის დროს დაღუპულ გმირებს პატივი მიაგესო – ამის შესახებ ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ოპოზიციის ლიდერებს მიმართავს.

“დალაგდნენ მავნებელთა სექტის წარმომადგენლები და მუხათგვერდის სასაფლოზე აბრძანდნენ: ხმადაწეულზე, რომ გეყურებინა ტელე-ეთერისთვის იფიქრებდი აგვისტოს ომის დროს დაღუპულ გმირებს პატივი მიაგესო, მაგრამ თუ ხმასაც აუწევდი და მოუსმენდი კიდეც, უკვე მიხვდებოდი, თურმე რატომ მისულან-„მთავარი პოლიტიკური მესიჯი“ ჰქონიათ გასაჟღერებელი-ომი 7 აგვისტოს დაიწყოო, თანაც რუსეთმაო, თან ადრე თუ ჯარი გვიცავდა, ახლა ჩვენ უნდა დავიცვათ ჯარიც და საქართველოც ოქტომბერშიო…
რაო, რაო? თქვენ არ იყავით, შუა ომში რომ იძახოდით, რუსეთი არ გვეომებაო? თქვენ არ იყავით, დიდი და პატარა ლიახვის მოსახლეობა ევაკუაციის გარეშე მტერს რომ შეატოვეთ? თქვენ არ იყავით სამხედროების ცხედრები უპატრონო რომ მიატოვეთ, და სასწრაფოდ საკუთარი სკამებისა და სავარძლების დასაცავად რუსთაველზე რომ „გამაგრდით“? ტანკმა ორჭოსანში აუხვიაო ,ვინ თქვა ნეტავ? ევროპარლამენტის რეზოლუციაზე „საქართველომ ცხინვალი დაბომბაო“ ესეც ხომ თქვენი ხელმოწერითაა გამაგრებული?!
და ბოლოს თუ დოკუმენტები და თარიღები, მაინც ასე მნიშვნელოვანია თქვენთვის, ესეც ომის დროს მიწაზე მფორთხავი მაშინდელი პრეზიდენტისა და უმაღლესი მთავარსარდლის, სამშობლოს მოქალაქეობაზე უარისმთქმელის, საქართველოდან გაქცეული მიხეილ სააკაშვილის ბრძანებულება, სადაც შავით თეთრზე წერია და ხელმოწერით გვიმტკიცებს თვით ნაც-ბელადი, რომ რუსები 8 აგვისტოს შემოსულან…მავნებლები ხართ, აბა რა ჯანდაბა”,- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები