რიმა ბერაძე: კალაძე ყოველ ნაბიჯზე ამტკიცებს, რომ აქვს გამოწვევებთან გამკლავების განსაკუთრებული უნარი და მოქმედებს მუდამ ხალხის ინტერესებით

 

კახა კალაძემ არა მხოლოდ ახლა, არამედ მთელი განვლილი ცხოვრების განმავლობაში დაამტკიცა, რომ მისი მტკიცე და სამართლიანი ხასიათის გამო, აქვს უნარი ღირსეულად გაუძღვეს ქალაქის პრობლემებს. ამის შესახებ დეპუტატი რიმა ბერაძე სოციალუ ქსელში წერს.

დეპუტატის თმით, თბილისის მთავრობის მიერ გატარებული სწორი პოლიტიკა თბილისის ყველა უბანს ეტყობა.

“ის არის მტკიცე, შეუპოვარი და თავის ხალხზე შეყვარებული ადამიანი, რომელიც ყოველ ნაბიჯზე ამტკიცებს, რომ აქვს გამოწვევებთან გამკლავების განსაკუთრებული უნარი და მოქმედებს მუდამ ხალხის ინტერესებით.
კახა კალაძის ხელმძღვანელობით, თბილისის მთავრობის მიერ გატარებული სწორი პოლიტიკა თბილისის ყველა უბანს ეტყობა: ქალაქში გაჩნდა უამრავი მწვანე სივრცე, მოწესრიგდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი. თბილისი სულ უფრო ემსგავსება ევროპულ ქალაქს და ეს პროცესი კახა კალაძის მერობის პერიოდში შეუქცევადი გახდება …
მჯერა, რომ მერობის ჩვენს კანდიდატს მეტი პოტენციალი აქვს. ის ქალაქის ისტორიაში შევა, როგორც ყველაზე წარმატებული მერი, რომელიც თავისი წარმატების ხელწერას დატოვებს დედაქალაქში.
ვამაყობ, რომ მის მხარდამხარ მიმუშავია დედაქალაქში მიმზიდველი გარემოსა შესაქმნელად და მჯერა, რომ კიდევ ბევრი საინტერესო საქმე წინ გვაქვს”,- ამბობს რიმა ბერიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები