გია აბაშიძე – რატომ გაიფიცნენ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები გუშინ და არა ერთი წლის წინ? რატომ გავს აქციის მონაწილეების რიტორიკა პოლიტიკური პარტიის მესიჯბოქს? პასუხი მარტივია – მოახლოებული არჩევნები და კახა კალაძე

 

რატომ გაიფიცნენ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები გუშინ და არა, ვთქვათ, ერთი წლის წინ? რატომ ახლა, როცა პრობლემების დიდი ნაწილის მოგვარებისკენ ნაბიჯები გადადგმული იყო? რატომ გავს აქციის მონაწილეების რიტორიკა პოლიტიკური პარტიის ე.წ. მესიჯბოქს? პასუხი მარტივია – მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნები და ამ არჩევნებში მონაწილე კახა კალაძე“ – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე თბილსერვისის თანამშრომელთა გაფიცვას.
აბაშიძის თქმით, გუშინ არაერთი განცხადება გაკეთდა ძველ გრაფიკზე დაბრუნების შესახებ და განიმარტა, რომ სრული მზაობაა ადმინისტრაციის მხრიდან, გრაფიკი არ შეიცვალოს. მთავარ მოთხოვნად რჩება ხელფასი, რომელიც გასული წლის ბოლოს 20%-ით გაიზარდა და როგორც მერმა აღნიშნა, ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს მიიღეს თანამშრომლებმა დაპირება, რომ ხელფასის ზრდა არ შეჩერდება და საკითხი პრიორიტეტად რჩება.

„დღეს, „თბილსერვისის“ თანამშრომლების გაფიცვის მეორე დღე იყო. Ბოლო ინფორმაციით, “თბილსერვის ჯგუფის” თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს. პროფკავშირების ინფორმაციით, თანამშრომლების მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
დედაქალაქის ქუჩებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენები ღამით გაიტანეს. თუმცა, უწყება განახევრებული ძალებით მუშაობდა. შესაბამისად, რჩებოდა პრობლემა, რომელიც ყველაზე მეტად თბილისს და მის მოსახლეობას აზარალებს.
მოდით გავყვეთ თანმიმდევრულად მოვლენების ჯაჭვს:
კოლექტიური დავის დროს გაფიცვა ნებისმიერი ადამიანის უფლებაა და ამ უფლებას ვერავინ წაართმევს.
„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებს სრული უფლება ჰქონდათ საკუთარი გულისწყრომა ,სამუშაო პირობებთან დაკავშირებით, გაფიცვით გამოეხატათ. მაგრამ ისმის კითხვა: ფართომასშტაბიან აქციამდე ჰქონდათ თუ არა მათ მცდელობა პრობლემებზე საკუთარ ხელმძღვანელობასთან, მერიის წარმომადგენლებთან ან თავად მერთან ესაუბრათ, რომელსაც თითქმის ყოველ საღამოს ხვდებოდნენ ქალაქის ქუჩებში?
როგორც მათივე საუბრებიდან ჩანს, არა.
რაც შეეხება მოთხოვნებს:
ხელფასის 50%-იანი მატება;
ძველ გრაფიკზე დაბრუნება; (დილის და ღამის ცვლა, რომ 40 გრადუსში არ იმუშაონ)
სამუშაო ფორმის შეცვლა; (სეზონის შესაბამისი ფორმა)
უფასო დაზღვევა;
ტრანსპორტის განახლება; (დაზიანებულია მანქანები და საფრთხეა სიცოცხლისთვისო)
კუთვნილი შვებულებით სრულად სარგებლობა.
ნებისმიერი, ვინც ამ მოთხოვნებს გაეცნობა, სრულ მხარდაჭერას გამოუცხადებს გაფიცულებს. ნებისმიერი, ვინც არ იცის, რომ უნიფორმები „თბილსერვის ჯგუფს“ უკვე შეძენილი ჰქონდა და დღე-დღეზე ელოდებოდნენ მის დარიგებას. ამ ინფორმაციას თანამშრომლები, რასაკვირველია, ფლობდნენ.
რაც შეეხება ტრანსპორტის განახლებას. დასუფთავების სამსახურში სწორედ კალაძის მერობის პერიოდში დაიწყო. შეძენილია 25 ახალი ნაგავმზიდი ავტომანქანა, ხელმოწერილია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან შეთანხმება სასესხო ხელშეკრულებაზე, გამოცხადებულია ტენდერი და აგვისტოს ბოლოს უკვე გამარჯვებული კომპანია გამოვლინდება, რომელიც განახლებულ ტექნიკას მიაწვდის მუნიციპალიტეტს.
გუშინ, არაერთი განცხადება გაკეთდა ძველ გრაფიკზე დაბრუნების შესახებ და განიმარტა, რომ სრული მზაობაა ადმინისტრაციის მხრიდან, გრაფიკი არ შეიცვალოს. მთავარ მოთხოვნად რჩება ხელფასი, რომელიც, თურმე, გასული წლის ბოლოს 20%-ით გაიზარდა და როგორც მერმა აღნიშნა, ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს მიიღეს თანამშრომლებმა დაპირება, რომ ხელფასის ზრდა არ შეჩერდება და ეს საკითხი პრიორიტეტად რჩება.
ამ ყველაფრის გაანალიზების შემდეგ, გვაქვს თუ არა უფლება ვიკითხოთ: რატომ გაიფიცნენ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები გუშინ და არა, ვთქვათ, ერთი წლის წინ? რატომ ახლა, როცა პრობლემების დიდი ნაწილის მოგვარებისკენ ნაბიჯები გადადგმული იყო? რატომ გავს აქციის მონაწილეების რიტორიკა პოლიტიკური პარტიის ე.წ. მესიჯბოქს? პასუხი მარტივია – მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნები და ამ არჩევნებში მონაწილე კახა კალაძე. თქვენ გაქვთ სხვა დასკვნა?“ – წერს გია აბაშიძე ფეისბუქის გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები