ჩხოროწყუს მერია: მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას ჩხოროწყუს მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით,მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი სოფელ ჭოღაში  დაქსელვითი სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,ექსპრესსერვისი 2008“ ასრულებს.

გაზიფიცირების სამუშაოები ერთდროულად მუნიციპალიტეტის  8 ადმინისტრაციულ ერთეულში: ლესიჭინეშიახუთშიკირცხშილეწურწუმეშიხაბუმეშიჭოღაშიმუხურსა და ქვედა ჩხოროწყუში განხორციელდებამიმდინარეობს ასევე ზუმის ადმინისტრაციული ერთეულის გაზიფიცირების საპროექტოსახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა.

ბუნებრივი აირი  ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში არასოდეს ყოფილა.  საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ქალაქის გაზიფიცირების მასშტაბური სამუშაოები 2019 წელს დაიწყო.
აქტიურად გრძელდება ასევე ქალაქ ჩხოროწყუს გაზიფიცირებარომლის დასრულების შემდეგ 1609 აბონენტს შესაძლებლობა ექნება ისარგებლოს ბუნებრივი აირით.
ამ დროისთვის ბუნებრივი აირით   ქალაქ ჩხოროწყუს მოსახლეობის 60 %  სარგებლობს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები