სერგო ჩიხლაძე: კვლევის შედეგები ჩვენთვის გზავნილია, რომ მეტი სამუშაო გვაქვს და მეტი კომუნიკაციაა მოსახლეობასა და ამომრჩეველთან საჭირო
“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი სერგო ჩიხლაძე “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს აფასებს, რომელიც მოსახლეობის პოლიტიკურ განწყობებს ასახავს.
მისი შეფასებით, კვლევის შედეგები ოპოზიციისთვის გზავნილია, რომ მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაციაა საჭირო.
“ჯამურად ოპოზიციას მეტი ხმა აქვს ვიდრე “ქართულ ოცნებას” და კიდევ ერთხელ დასტურდება, რატომ მიიღო “ქართულმა ოცნებამ” ეს გადაწყვეტილება, რადგან 43%-ს ვერ აგროვებს. ამასთან, პერსონალურად ჩვენთვის გზავნილია, რომ მეტი სამუშაო გვაქვს და მეტი კომუნიკაციაა მოსახლეობასა და ამომრჩეველთან საჭირო”,- განაცხადა ჩიხლაძემ.