ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გვექნება საყოველთაო-სახალხო განხილვები, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას

ჩვენ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გვექნება საყოველთაო-სახალხო განხილვები, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის თანამშრომლობა შესაძლებელია მხოლოდ პარლამენტში.

„ჩვენ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გვექნება საყოველთაო-სახალხო განხილვები, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას. რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ დავუბრუნდეთ მიშელის დოკუმენტს, თუმცა ვიტყვი, რომ თავის დროზე ამ დოკუმენტმა თავისი დადებითი როლი შეასრულა. მან განაპირობა ის, რომ ოპოზიცია შემოვიდა პარლამენტში და საპარლამენტო მუშაობას დაუბრუნდა, თუმცა ეს ამ დოკუმენტის სულისკვეთების სრული აღსრულება არ იყო, რადგან ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელიც ამ კრიზისის გამომწვევი იყო და პროვოცირებას ახდენდა, დოკუმენტს ხელი არ მოაწერა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

28 ივლისს „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები