მამუკა ხაზარაძე: პირველი, რაც გავიგეთ პრეზიდენტისგან არის ის, რომ შარლ მიშელისთვის „ქართული ოცნების” განცხადება მოულოდნელი იყო

“პირველი, რაც გავიგეთ ქალბატონი პრეზიდენტისგან არის ის, რომ შარლ მიშელისთვის „ქართული ოცნების” განცხადება იყო მოულოდნელი. ამაზე მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ”,- ამის შესახებ “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ხაზარაძე იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი თავის პოზიციასთან დაკავშირებით განცხადებას თავად გააკეთებს.

„პირველი, რაც გავიგეთ ქალბატონი პრეზიდენტისგან არის ის, რომ შარლ მიშელისთვის „ქართული ოცნების” განცხადება იყო მოულოდნელი. ამაზე მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ჩვენ მას გავაცანით „ლელოს” პოზიცია. ვუთხარით, რომ ეს ხელშეკრულება არსებობს მანამ, სანამ მისი წევრები და გარანტორები ამ ხელშეკრულების ნაწილია, მათ შორის პრეზიდენტი, შარლ მიშელი და ის პარტიები, რომლებმაც ხელი მოაწერეს ამ შეთანხმებას. ამგვარი შეთანხმებები ასე არ ირღვევა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, რომ ბრძოლას გავაგრძელებთ ხელშეკრულების შესრულებისთვის ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან ერთად, რასაც ჰქვია ქვეყანაში სასამართლო სისტემის მთლიანი რეფორმა, 43%-იანი ბარიერი და ა.შ. ასე, რომ ყველა მეთოდს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ საქართველოში დადგეს რიგგარეშე არჩევნები და ქვეყანა გადავიდეს კოალიციურ მმართველობაზე. რაც შეეხება პრეზიდენტს, პრეზიდენტი იყო ერთ-ერთი გარანტორი ამ ხელშეკრულების შესრულების. ასე, რომ დაველოდოთ მის პოზიციას” , – აცხადებს ხაზარაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები