არალში ანსამბლ „სახიობას” კონცერტი გაიმართება
3 აგვისტოს, 18:00 საათზე, სამცხე-ჯავახეთში, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალში, ანსამბლი „სახიობა” კონცერტს გამართავს.
ფოკლორის ცენტრის ინფორმაციით, ფოლკლორის ცენტრის ინიციატივითა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, „ხალხური საღამოების“ ფარგლებში, საზაფხულო კონცერტები გაიმართება.
ფესტივალში 18 ფოლკლორული, 16 საოჯახო ანსამბლი და 3 ინდივიდუალური შემსრულებელი მონაწილეობს.