ივანე ჩხაიძე: ბოლო დღეების განმავლობაში მძიმე შემთხვევების ნაკადი პედიატრიულ კლინიკებში შედარებით შემცირდა
“ბოლო დღეების განმავლობაში მძიმე შემთხვევების ნაკადი პედიატრიულ კლინიკებში შედარებით შემცირდა”, – ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში პედიატრიული პაციენტების ჰოსპიტალიზაციის პრობლემა ამ ეტაპზე არ არის.
„ბოლო დღეების განმავლობაში შედარებით შემცირდა მძიმე შემთხვევების ნაკადი პედიატრიულ კლინიკებში, რამდენიმე პედიატრიული კლინიკა თავიდან ჩაერთო ამ პროცესში, ეს არის ის კლინიკები, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში ემსახურებოდნენ არაკოვიდინფიცირებულებს. ბოლო რამდენიმე დღეა ინტენსიურად ჩაერთო რამდენიმე პედიატრიული კლინიკა კორონავირუსის მართვის პროცესში, რამაც შესაძლებლობა მოგვცა, შეგვემცირებინა წნეხი ძირითად პედიატრიულ სტაციონარებზე. ამჟამად პედიატრიული პაციენტების ჰოსპიტალიზაციის პრობლემა არ დგას. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ასევე არ დგას პრობლემა მძიმე პაციენტების ჰოსპიტალიზაციის. კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტების საწოლები საკმარისია პაციენტების მისაღებად, ხელოვნური სუნთქვის აპარატი ასევე საკმარისია მთელი ქვეყნის მაშტაბით”,- განაცხადა ჩხაიძემ.