ფინანსთა მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრს შეხვდა
დღეს საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრს, ვაგან კერობიანს შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსათა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები სხვადასხვა სფეროში. განსაკუთრებით, ხაზი გაუსვეს საგადასახადო და საბაჟო სფეროში პარტნიორობის მნიშვნელობას, საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობას.
ორივე მინისტრმა ისაუბრა COVID-19-ის პანდემიით შექმნილ გამოწვევებსა და პოსტპანდემიურ პერიოდში თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურების აუცილებლობაზე.
ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას, ასევე დაესწრნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე, სომხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში რუბენ სადოიანი, სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ავგარ ავანესიანი და დელეგაციის სხვა წევრები.