“აქტიურად უნდა დაიწყოს მუშაობა აღსრულების მექანიზმის ჩართვაზე, რომ ვაიძულოთ „ქართული ოცნება“, დაუბრუნდეს შარლ მიშელის შეთანხმებას და შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
ვაშაძის თქმით, დასავლელი პარტნიორებისგან კრიტიკულად აქტიურ ჩართულობას მოითხოვს.
“აქტიურად უნდა დაიწყოს მუშაობა აღსრულების მექანიზმის ჩართვაზე, რომ ვაიძულოთ „ქართული ოცნება“, დაუბრუნდეს შარლ მიშელის შეთანხმებას და შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები.
ვალდებულებები ხელმომწერებთან და მათ შორის ჩემთან მიმართებაში აიღეს ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა და ისინი ვალდებულები არიან ჩვენს მიმართ. მე „ქართულ ოცნებას“ რომ არ ვენდობოდი, ეს ორჯერ ორი ოთხია. მე ვენდე მათ და მათგან ვითხოვ კრიტიკულად აქტიურ ჩართულობას ამ საკითხთან დაკავშირებით“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.