სოფი მაჭავარიანის პერსონალური გამოფენა ტყიბულში
ტყიბულის ნახატების გალერეაში სოფი მაჭავარიანის პერსონალური გამოფენა მიმდინარეობდა.
თვითნასწავლი მხატვრის მე-13 გამოფენას, რომელიც სამიოდე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, უამრავი დამთვალიერებელი ესტუმრა, მათ შორის, ტყიბულის მერიის წარმომადგენლები, ტყიბულის მერი თემურ ჩუბინიძე, სამხატვრო სკოლის პედაგოგები, მხატვრები და მოსწავლეები,
ტყიბულის სამხატვრო სკოლის დირექტორმა მირზა ჭელიშვილმა და სხვა მხატვრებმა ნამუშევრებს მაღალი შეფასება მისცეს.
გამოფენაზე ნამუშევრების მრავალფეროვანი სპექტრი იყო წარმოდგენილი – აბსტრაქცია, ინპრესიონიზმი, კუბიზმი, ნატურმორტი…
გამოფენის მხარდამჭერი იყო ანა ყურშავიშვილი, რომლიც ყოველთვის მხარში ედგა მხატვარს ევროპაში, კერძოდ – ათენში.