„ეს ნივთი მსოფლიოს ნებისმიერ დიდებულ მუზეუმს დაამშვენებდა“ – საჩუქარი ხელოვნების სასახლეს

ხელოვანმა ზურაბ გოგორიკიძემ ხელოვნების სასახლეს საჩუქარი გადასცა – მე-18 საუკუნის აბრეშუმის კომზოლი. ამის შესახებ ფეისბუქის გვერდზე გიორგი კალანდია წერს.
„ხელოვნების სასახლემ დღეს შესანიშნავი საჩუქარი მიიღო შესანიშნავი ქართველი ხელოვანისაგან, ზურაბ გოგორიკიძისაგან.
ეს არის მე-18 საუკუნის ფრანგული აბრეშუმის კომზოლი: ულამაზესი ნაქარგობით და ვერცხლმკედით.
ეს ნივთი მსოფლიოს ნებისმიერ დიდებულ მუზეუმს დაამშვენებდა! ზურას მინდა ვუთხრა განსაკუთრებული მადლობა, ასეთი ნდობისთვის და სიყვარულისათვის, დღევანდელ დღეს, როცა ჩვენი ყოველდღიურობა წალეკა სიძულვილმა, დაპირისპირებამ, ზურასნაირი ადამიანების ქმედება ორმაგად სამაგალითოა, მადლობა სამშობლოს ასეთი სიყვარულისათვის. აბა შეაფასეთ“! – წერს გიორგი კალანდია.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები