მამუკა მდინარაძე: საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კრიტიკას არ გამოვრიცხავ

“არ გამოვრიცხავ, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან იყოს კრიტიკა, მაგრამ ქვეყნის შიგნით თუ გარეთ მოვლენებს ოდნავ ობიექტურად შეხედავ, ნებისმიერი გათვითცნობიერებული ადამიანი ობიექტურ შეფასებას გააკეთებს”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ მმართველი გუნდის მიერ შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პოლარიზაციის ხარისხი გაიზარდა.

„არ გამოვრიცხავ, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან იყოს კრიტიკა, მაგრამ ქვეყნის შიგნით თუ გარეთ მოვლენებს ოდნავ ობიექტურად შეხედავ, ნებისმიერი გათვითცნობიერებული ადამიანი ობიექტურ შეფასებას გააკეთებს. საერთაშორისო პარტნიორები, ჩვენი მეგობრები ის ხალხი არიან, რომელთაც არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვერ მოახერხეს მთავარი ოპოზიციური ძალის დარწმუნება, რომ ხელშეკრულებას შეერთებოდა. პარადოქსია იმაზე საუბარი, რომ მერე რა, თუ ისინი ხელს არ აწერენ, ვალდებულებები თქვენ შეასრულეთ. აქამდე იყო იმედი, რომ ხელს მოაწერდნენ, მაგრამ არ მოაწერეს. ასევე იყო იმედი იმისა, რომ პოლარიზაციის ხარისხი შემცირდებოდა, მაგრამ პოლარიზაციის ხარისხი გაიზარდა. როგორც ახლა ვდგავარ და თქვენ გიხსნით, ზუსტად ასევე შევეცდებით, რომ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ავუხსნათ“, – განაცხადა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები