გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოავლინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გრაკალისა და კავთისხევის მიმდებარედ, მდინარე მტკვრის კალაპოტში, მოქალაქეები გასაბერი ნავიდან, ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით, ახდენდნენ უკანონო თევზჭერას და მოპოვებული ჰქონდათ 1,5კგ. ხრამულის სახეობის თევზი ჰქონდათ მოპოვებული. შედგა შესაბამისი აქტები.
გასაბერი ნავები, ჩოგანბადეები, ელექტროშოკური აპარატები, აკუმულატორები და მოპოვებული თევზი დაილუქა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, უკანონო თევზჭერის 204 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 56 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, – აღნიშნულია ინფორმაციაში.