დევი ტაბიძე: ვაქცინაციის შედეგი არის ის, რომ არ გავხდები სარეანიმაციო და უკიდურეს შემთხვევაში არ გარდავიცვლები – საზოგადოებრივი და მასიური თავშეყრის ადგილები უნდა აიკრძალოს

ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ეთერში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე და მის შედეგებზე “რესპუბლიკური საავადმყოფოს” კლინიკურმა დირექტორმა, დევი ტაბიძემ ისაუბრა.

ტაბიძე მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი და მასიური თავშეყრის ადგილები უნდა აიკრძალოს.

“ვაქცინაციის შედეგი არის ის, რომ დამემართება და არ გავხდები სარეანიმაციო და უკიდურეს შემთხვევაში არ გარდავიცვლები. ეს მესიჯად უნდა მიიღონ ამ ადამიანებმა. არც მე არ მსიამოვნებს ამ ნიღაბში ჯდომა, ყველას გვცხელა აბსოლუტურად, სუნთქვა გვიჭირს და ა.შ. არის მომენტები, როცა შეგიძლია მოიხსნა ეს ყველაფერი. მე ჩემი პირადი გამოცდილებით კიდევ ერთხელ ვადასტურებ იმას, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები და მასიური თავშეყრის ადგილები უნდა აიკრძალოს”, – აცხადებს დევი ტაბიძე “რუსთავი ორის” ეთერში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები