რუსეთიდან უკრაინაში გადასვლის მცდელობისას ქართველი “კანონიერი ქურდი” დააკავეს

რუსეთ-უკრაინის საზღვართან, ხარკოვში საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე “კანონიერი ქურდი” ლევან “გალსკი” დააკავეს. ინფორმაციას ნაციონალური პოლიციის სტრატეგიული საგამოძიებო დეპარტამენტი ავრცელებს.

“ორშაბათს, 26 ივლისს, ხარკოვის ოლქის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სასაზღვრო დაცვის “ტოპოლიას” თანამშრომლებთან ერთად, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად 2 პირი დააკავეს. დაკავებულებს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ ჰქონდათ. ოპერატიული ინფორმაციით, მათგან ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქე, 31 წლის “კანონიერი ქურდი” ლევან გალსკია, მეორე კი “კრიმინალური ავტორიტეტი”, ასევე “კანონიერი ქურდი” 42 წლის მამაკაცი. ის რუსეთის მოქალაქეა და ამა წლის მაისში მის წინააღმდეგ სანქციები ამოქმედდა, როგორც ნაციონალური უსაფრთხოების ასევე უკრაინის თავდაცვის უწყების მიერ.
ორივე მათგანი რუსეთის ფედერაციიდან უკრაინაში გადასვლას საზღვარზე გამშვები პუნქტის გვერდის ავლით, უკანონოდ ცდილობდა. გამოძიება უკრაინის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 263-ე მუხლით მიმდინარეობს”, – ნათქვამია უკრაინის საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

როგორც უწყებაში განმარტავენ, კრიმინალური სამყაროს წევრებთან ერთად ასევე იმყოფებოდა უკრაინის მოქალაქეც, რომელსაც სამართალდამცველებმა ჯარიმის სახით 8500 გრივნა დააკისრეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები