„კოსმოსის“ ქართული თარგმანის წარდგენა გაიმართება

28 ივლისს, 19:00 საათზე, „ჰოლოზეუმში“, კარლ სეიგანის „კოსმოსის“ ქართული თარგმანის წარდგენა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით,  დამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნება, ჰოლოზეუმის შთამბეჭდავ სივრცეში დიდ ეკრანზე იხილოს ქართველ ასტროფოტოგრაფთა ფოტოები. გარდა ამისა, სტუმრებს შეეძლებათ სასურველი შეკითხვები დაუსვან იმ ადამიანებს, რომლებმაც, წიგნის ქართულ გამოცემაზე იმუშავეს.
პრეზენტაციას წარმოადგენს „სულაკაურის გამომცემლობა“ Geo-Astro-თან ერთად.
მის: ბეთლემის 10.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები