ამირან გამყრელიძე: ღია სივრცეში თუ 5-ზე მეტი ადამიანი იკრიბება, აუცილებელია, ვატაროთ პირბადე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ღია სივრცეში თუ 5-ზე მეტი ადამიანი იკრიბება, პირბადის ტარება აუცილებელია.

„პირბადე მანდატორულია დახურულ სივრცეში, რეკომენდებულია ღია სივრცეში. იქ, სადაც იკრიბებით, 5-ზე მეტი ადამიანი ღია სივრცეში, აუცილებელია, ვატაროთ პირბადე. რაც შეეხება ქორწილებსა და ქელეხებს, დიდი რაოდენობით ადამიანების თავშეყრა ისედაც აკრძალულია, თუმცა არ ხდება მისი დაცვა და ამიტომ აღსრულებაზე კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები