კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 1 938, აჭარაში – 378, იმერეთში – 362

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 666 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 938 შემთხვევა, აჭარაში – 378, იმერეთში – 362, ქვემო ქართლში – 179, შიდა ქართლში – 205, გურიაში – 54, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 175, კახეთში – 222, მცხეთა-მთიანეთში -83, სამცხე-ჯავახეთში – 39, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 31.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 25 844 საიდანაც 5 185 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 792, აჭარაში – 497, იმერეთში – 650.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 996 პირი, მათ შორის, თბილისში – 448, აჭარაში – 76, იმერეთში -236. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 215 პირი, მათგან თბილისში – 164, აჭარაში – 4, იმერეთში – 14. 1 763 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 933 – თბილისში, 504- აჭარაში. 18 896 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები