26 ივლისი სიმონ ჯანაშიას დაბადების დღეა

26 ივლისს ქართველი ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე სიმონ ჯანაშია დაიბადა.
ამ დღესთან დაკავშირებით ეროვნული მუზეუმი სპეციალურ სტატუსს აქვეყნებს.
სიმონ ჯანაშიამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს ისტორიულ წყაროთა გამოცემის, უცხოური წყაროების ცნობების ქართულად თარგმნის თუ მათი წყაროთმცოდნეობითი ანალიზის მიმართულებით. არაერთი ნაშრომი მიუძღვნა ქართული კულტურის ისტორიას, ისტორიული გეოგრაფიის საკითხებს. ხელმძღვანელობდა არქეოლოგიურ კვლევა-ძიებებს საქართველოში.
1947 წლიდან, საქართველოს ერთ-ერთი მთავარი მუზეუმი, რომელიც დღეს ეროვნული მუზეუმის ინსტიტუციის ნაწილია, აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას სახელს ატარებს.
„მოდი მუზეუმში“,  სამშაბათი – კვირა: 10:00 -17:30 საათი.
მის: თბილისი, შოთა რუსთაველის გამზ. 3.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები