თბილისში, VTB ბანკის ფილიალში, ძარცვის მიზნით, მამაკაცი სავენტილაციო მილიდან შეძვრა

თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე VTB ბანკის ფილიალის გაძარცვა სცადეს.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ბანკში სავენტილაციო მილიდან შეაღწია. როდესაც ის თანამშრომელმა შეამჩნია, მას დაუდგენელი ნივთიერება შეასხა და ბანკი კვლავ სავენტილაციო მილიდან დატოვა.

მომხდარის შედეგად ჯანმრთელობის დაზიანება არავის მიუღია. მამაკაცმა ბანკიდან ფულის წაღება ვერ მოახერხა.

როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით (151-ე და 19/177-ე) მიმდინარეობს, რაც მუქარას და ქურდობის მცდელობას გულისხმობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები