გიორგი ცუცქირიძე: პრემიერის ინიციატივით, სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების 50 მილიონი ლარის ღირებულების მასშტაბური პროგრამის დაწყება ძალზე მნიშვნელოვანია ეკონომიკის სტიმულირებისათვის
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების 50 მილიონი ლარის ღირებულების მასშტაბური პროგრამის დაწყება ძალზე მნიშვნელოვანია ეკონომიკის სტიმულირებისათვის, – ამის შესახებ ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ნიშანდობლივია, რომ 2013 წლიდან მოყოლებული, სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელებულმა თანადაფინანსების პროგრამებმა, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი იმპორტდამოკიდებულების შემცირებას და ექსპორტის სტიმულირებას.
,,ბოლო წლებში აგროსექტორში მიღწეული პროგრესის მიუხედავად, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავ მექანიზაციის პრობლემები რჩებოდა, პირველ რიგში ტექნიკის სიძვირის და შესაბამისაად, ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. მით უმეტეს, როგორც კოვიდ პანდემიურმა პერიოდმა აჩვენა, აგრო სექტორი ეკონომიკის თვითკმარობის პრიორიტეტულ მიმართულებადაც უნდა მივიჩნიოთ.
ამ თვალსაზრისით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების 50 მილიონი ლარის ღირებულების მართლა მასშტაბური პროგრამის დაწყება, არის ძალზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის სტიმულირებისათვის და სწორედ აღნიშნულ კონცეფციაში უნდა განვიხილოთ, რომელიც პრაქტიკულად ყველა ტიპის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსებას მოიცავს.
ნიშანდობლივია, რომ 2013 წლიდან მოყოლებული, სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელებულმა თანადაფინანსების პროგრამებმა, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი იმპორტდამოკიდებულების შემცირებას და ექსპორტის სტიმულირებას. მარტო 2013-2019 წლებში იმპორტზე დამოკიდებულება შემცირდა 400 მილიონი დოლარით, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს ფერმერებმა აწარმოეს წლიურად საშუალოდ 400 მილიონი დოლარით მეტი პროდუქცია.
მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ეკონომიკის ორნიშნა ზრდა, რაც სავარაუდოდ 17 -18 % იქნება, ხოლო ექსპორტის სტრუქტურაში ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა 40.4%-ით აღემატება პანდემიამდე პერიოდის – 2019 წლის ივნისის მონაცემსაც კი.
რაც შეეხება მექანიზაციის ახალ პროგრამას, ის იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ბევრი ფერმერი სწორედ ამ ტიპის თანადაფიანნსების მხარდაჭერას ითხოვდა, რაც მათ ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობასაც გაუადვილებთ. თანადაფინანსების მოცულობა ჯამურად ერთ ბენეფიციარზე განისაზღვარა 20,000 ლარიდან 100 000 ლარამდე, თანადაფინანსება კი შეადგენს სასოფლო – სამეურნეო ტექნიკის ღირებულების 40%-ს, ხოლო თუ შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულება შეადგენს არანაკლებ 100,000 ლარზე მეტს თანადაფინანსება განისაზღვრა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების 30% , მაგრამ არაუმეტეს 70, 000 ლარით.
ნიშანდობლივია, რომ სოფლის განვითარების 10-წლიანი გეგმით, სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის კუთხით მომდევნო წლების განმავლობაში გაგრძელდება, რაც ექსპორტის ზრდასთან ერთად ეკონომიკის მოცულობის საპროგნოზო გაორმაგებასაც შეუწყობს ხელს,” – წერს ცუცქირიძე.